ახალი ამბები

კობახიძე: ჩვენი კანდიდატები 20-დან 18 მუნიციპალიტეტში მყარად იმარჯვებენ

30 ოქტომბერი, 2021 • 1612
კობახიძე: ჩვენი კანდიდატები 20-დან 18 მუნიციპალიტეტში მყარად იმარჯვებენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის კანდიდატები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 20-დან 18 მუნიციპალიტეტში იმარჯვებენ, 2 მუნიციპალიტეტში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ბუნებრივ 50%-იან ბარიერთან ახლოს არიან და მხარდამჭერებს მეტი აქტივობისკენ მოუწოდა:

„არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ახლოს არიან 50%-იან ზღვართან ორ მუნიციპალიტეტში. საარჩევნო უბნების დახურვამდე რჩება 4 საათი. შეგახსენებთ, რომ 2024 წლამდე საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდება და ყველა იმ ამომრჩეველს, რომელიც ჯერ არ მისულა საარჩევნო უბანზე, მოვუწოდებთ გამოიყენონ ეს შანსი, რათა წვლილი შეიტანონ ქვეყანაში პოლარიზაციის, სიცრუის, ბოროტებისა და სიძულვილის დამარცხებაში“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ჟურნალისტების კითხვის მიუხედავად, ირაკლი კობახიძემ არ დაასახელა ის 2 მუნიციპალიტეტი, სადაც მისი ინფორმაციით ენმ-ის კანდიდატები გამარჯვებასთან ახლოს არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი