ახალი ამბები

„ენმ-ის“ ცნობით, გიორგი კაპანაძე დააკავეს

30 ოქტომბერი, 2021 • 1278
„ენმ-ის“ ცნობით, გიორგი კაპანაძე დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის ცნობით, რუსთავში პარტიის წევრი გიორგი კაპანაძე დააკავეს.

„რუსთავის 74-ე უბანზე იყო მისული, საიდანაც დამკვირვებელი გააძევეს. იგი ადგილზე მისვლის შემდეგ დააკავეს“, – განუცხადეს ნეტგაზეთს ნაციონალურ მოძრაობაში.

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გარკვევას.

დღეს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური იმართება.

რუსთავში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირკიტაძე უპირისპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი