ახალი ამბები

უბანზე ივანიშვილის დაცვის თანხლებით შესვლაზე საია-მ საჩივარი დაწერა

30 ოქტომბერი, 2021 • 1738
უბანზე ივანიშვილის დაცვის თანხლებით შესვლაზე საია-მ საჩივარი დაწერა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საარჩევნო უბანზე დაცვის თანხლებით შესვლა კანონდარღვევაა, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზაციამ საჩივარიც დაწერა.

“მთაწმინდის მეოთხე უბანზე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა ხმის მისაცემად და ამ დროს უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ კი, მისი დაცვის წევრები. უბნის კომისიის თავმჯდომარეს ეს პირები არ უნდა შეეშვა უბანზე, თუმცა ისინი დაუშვეს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ საჩივარი დავწერეთ”, – განმარტა საია-ს თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

მისი განმარტებით, “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე რამდენიმე წელია დაცვის თანხლებით შედის:

“ამ საკითხის აღმოსაფხვრელად რაიმე ქმედება არ გვინახავს”, – განაცხადა სიმონიშვილმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 11:00 საათითვის, საერთო ჯამში, 6 საჩივარი და 4 შენიშვნა დაწერა.

იხილეთ ვრცლად:

6 საჩივარი და 4 შენიშვნა – რა დარღვევები გამოავლინა საიამ 11:00 საათისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი