ახალი ამბები

კოალიცია გაიმარჯვებს, ამის საფუძველს იძლევა ამომრჩეველთა აქტივობა — ნიკა მელია

30 ოქტომბერი, 2021 •
კოალიცია გაიმარჯვებს, ამის საფუძველს იძლევა ამომრჩეველთა აქტივობა — ნიკა მელია

“ჰაერში ტრიალებს გამარჯვების სურნელი. მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში”, — განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.

ის იმედს ამყარებს ამომრჩეველთა მაღალ აქტივობაზე.

“დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა უკვე წინასწარი მონაცემები, რომლებიც არსებობს, და საარჩევნო უბნებზე გამოცხადება 10 საათისთვის არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პირველ ტურში. როგორც წესი, მეორე ტურებში ყველგან აქტივობა არის ნაკლები, მაგრამ წელს არის გამონაკლისი. რისი მოლოდინიც მქონდა, ის ხდება. ეს ნიშნავს, თბილისმა გაიღვიძა, იღვიძებს და არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასიკეთოდ. ისტორიული შანსია, ხვალ ჩვენ მივიღოთ ახალი თბილისი და შევცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ. მრავალფეროვნება იქნება და არის გარანტია იმისა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი იქნება დაცული”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

10 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა 7.38% -ია, რაც 154 163 ამომრჩეველს შეადგენს. შედარებისთვის, თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში აქტივობა 10 საათისთვის 7.41% იყო.

10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.38%-ია – ცესკო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი