ახალი ამბები

სააკაშვილს ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯიც დაიცავს

27 ოქტომბერი, 2021 • 3164
სააკაშვილს ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯიც დაიცავს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯი ერთვება.

ინფორმაცია ამის შესახებ უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტის „ფეისბუკ-გვერდმა“ გაავრცელა.

ნეტგაზეთს ინფორმაცია დაუდასტურა სააკაშვილის ერთ-ერთმა მოქმედმა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმაც.

ჯონ სენდვიჯი 2013-2014 წლებში იკავებდა ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტოს დირექტორის თანამდებობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი