ახალი ამბები

ენმ და „ოცნება“ აგრძელებენ მასკარადს იმის სამტკიცებლად, რომელი უარესია – მეზვრიშვილი

27 ოქტომბერი, 2021 • 869
ენმ და „ოცნება“ აგრძელებენ მასკარადს იმის სამტკიცებლად, რომელი უარესია – მეზვრიშვილი

გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ „მასკარადს“ აგრძელებენ.

„არჩევნებამდე 3 დღით ადრე, 2 ტოქსიკური პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებენ მასკარადს იმის დასამტკიცებლად, თუ რომელია უარესი, რითაც წარსულში ექაჩებიან ქვეყანას“, – დაწერა მეზვრიშვილმა ტვიტერზე „ქართული ოცნების“ მრავალათასიანი აქციის პარალელურად. რამდენიმე დღით ადრე თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაც გაიმართა.

„საქართველოს მომავალი არ შეიძლება განსაზღვრონ იმ პარტიებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი შეცდომების აღიარება. ადგილობრივმა არჩევნებმა უჩვენა ორპარტიული მმართველობის დასასრულის ნამდვილი ნიშნები“, – წერს მეზვრიშვილი ტვიტერზე.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქცია იმართება.

ქართული ოცნების წევრების განცხადებით, აქცია არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციის კონტრაქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი