ახალი ამბები

სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან – წულუკიანი “ოცნების“ აქციაზე

27 ოქტომბერი, 2021 • 1006
სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან – წულუკიანი “ოცნების“ აქციაზე

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ აქციაზე სიტვით გამოსვლისას ციხეში მჯდომ მიხეილ სააკაშვილს მიმართა, რომ „საკნიდან გამოეხედა“ და აქციაზე შეკრებილთათვის შეეხედა.

„სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება“, – განაცხადა წულიკიანმა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქცია იმართება.

აქცია გაიხსნა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით. მან პოლიტიკური ოპონენტები მკვლელებად, მოღალატეებად და ანტიეროვნულ ძალებად მოიხსენია და მოსახლეობას მოუწოდა, 30 ოქტომბრის მე-2 ტურებში მხარი “ქართული ოცნების” კანდიდატებს დაუჭირონ.

„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, აქცია არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციის კონტრაქცია.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე მისვლის სანაცვლოდ მოქალაქეებს თანხას უხდიდნენ, ხოლო საჯარო მოხელეებს მისვლას ავალდებულებდნენ, თუმცა “ოცნებაში” ამ ცნობებეს უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი