ახალი ამბები

თბილისში „ოცნების“ აქცია იმართება

27 ოქტომბერი, 2021 • 1455
თბილისში „ოცნების“ აქცია იმართება

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქცია იმართება.

აქცია გაიხსნა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით. მან პოლიტიკური ოპონენტები მკვლელებად, მოღალატეებად და ანტიეროვნულ ძალებად მოიხსენია და მოსახლეობას მოუწოდა, 30 ოქტომბრის მე-2 ტურებში მხარი “ქართული ოცნების” კანდიდატებს დაუჭირონ.

ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც გაარკვევს, რა სურს ჩვენს დიდებულ ხალხს. სურს, რომ დარჩენილი მუნიციპალიტეტების მართვის სადავეები ამ ანტიეკლესიურმა და ანტიეროვნულმა ძალებმა, მკვლელებმა და მწამებლებმა აიღონ და რეგიონებში შეიტანონ მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, ბოიკოტი და არეულობა, თუ ჰუმანური, ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული და ეროვნული ღირებულებების მქონე პატრიოტმა ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს რეალური ხედვა და რესურსი, ჩვენი ხალხის, თქვენი, უმრავლესობის ნდობა, ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყონ ჩვენი ერის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება.

ამ კითხვაზე პასუხი უნდა გავცეთ 30 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართული ოცნების წევრების განცხადებით, აქცია არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციის კონტრაქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი