ახალი ამბები

სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

27 ოქტომბერი, 2021 • 1312
სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

მიხელ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

ადვოკატის ინფორმაციით, ის თბილისის აეროპორტში ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე გააჩერეს და უკან, უკრაინაში გააბრუნეს.

„ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე. მე არ შემომიშვეს თბილისის აეროპორტში. არც კი ამიხსნეს მიზეზი. გამომართვეს პასპორტი, ის ეკიპაჟის კაპიტანს გადასცეს (ბორტგამცილებლის თქმით). მე ავუხსენი, რომ მოვედი სააკაშვილთან, თუმცა, სამწუხაროდ, ვბრუნდები უკრაინაში“, — ამბობს გრუშოვეცი.

ადვოკატის თქმით, ბორტგამცილებელმა „დეპორტირებულ მგზავრად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომმ კიევში დაბრუნება პასპორტის გარეშე მოუწევდა.

ნეტგაზეთი დამატებითი ცნობის მიღებას ცდილობს შსს-განაც. უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

განახლება: თბილისში დღეს იმყოფება უკრაინის სახალხო დამცველიც, რომელმაც განაცხადა, რომ შეისწავლის, რამდენად სწორი იყო უკრაინელი ადვოკატის არშემოშვების საკითხიც.

სააკაშვილის მოსანახულებლად თბილისში უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი