სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

მიხელ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ადვოკატის ინფორმაციით, ის თბილისის აეროპორტში ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე გააჩერეს და უკან, უკრაინაში გააბრუნეს. „ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე. მე არ შემომიშვეს თბილისის აეროპორტში. არც კი ამიხსნეს მიზეზი. გამომართვეს პასპორტი, ის ეკიპაჟის კაპიტანს გადასცეს (ბორტგამცილებლის თქმით). მე ავუხსენი, რომ მოვედი სააკაშვილთან, თუმცა, სამწუხაროდ, ვბრუნდები უკრაინაში“, … ვრცლად სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს