ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა და ერდოღანმა ფუზულის აეროპორტი გახსნეს

26 ოქტომბერი, 2021 • 2988
ალიევმა და ერდოღანმა ფუზულის აეროპორტი გახსნეს

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფუზულში საერთაშორისო აეროპორტი დღეს, 26 ოქტომბერს ერთობლივად გახსნეს.

ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Apa.az ავრცელებს.

აეროპორტის მშენებლობა 8 თვე გრძელდებოდა.

გახსნის ცერემონიალზე ალიევსა და ერდოღანს გადასცეს ქალაქ ფუზულის სიმბოლური გასაღებები.

ფუზული ერთ-ერთი პირველი ქალაქია, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის დროს აზერბაიჯანის არმიამ ბრძოლის შედეგად დაიკავა.

ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა.

აზერბაიჯანის მთავრობის თანახმად, აეროპორტის გახსნა ხელს შეუწყობს მთიანი ყარაბაღის რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებას.

ფოტო გარეკანზე: სააგენტო „ანადოლუ“

მასალების გადაბეჭდვის წესი