ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“პოზიტიური ნაბიჯები” ბაქოსა და თეირანის ურთიერთობებში

25 ოქტომბერი, 2021 • 2202
“პოზიტიური ნაბიჯები” ბაქოსა და თეირანის ურთიერთობებში

ირანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც დიპლომატებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის შექმნილი დაძაბულობების შემდეგ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰუსეინ ამირ‑აბდოლაჰიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ დაკავებული ორი ირანელი მძღოლის გათავისუფლება აზერბაიჯანის მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია.

„მოქმედება ირანელმა მინისტრმა შეაფასა, როგორც კონსტრუქციული ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია შექმნას აუცილებელი სივრცე გაუგებრობის გადასაჭრელად“, – ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ირანელმა და აზერბაიჯანელმა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ირან-აზერბაიჯანის ეკონომიკური საბჭოს ამოქმედების აუცილებლობასაც.

მათი განცხადებით, ორ ქვეყანას შორის გაუგებრობების აღმოფხვრა დიალოგის გზით უნდა გაგრძელდეს.

ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში დაიძაბა.

უფრო მეტი ორ ქვეყანას შორის შექმნილი დაძაბულობის შესახებ შეიტყვეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

დაძაბულობა თეირანსა და ბაქოს შორის – რას უნდა ველოდოთ 

მასალების გადაბეჭდვის წესი