ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ კვლავ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა – პრეზიდენტი

21 ოქტომბერი, 2021 • 1334
სტრასბურგის სასამართლომ კვლავ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ „სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე“.

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეების სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

ევროსასამრთლომ საქმეებზე — „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ — გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს განჩინებები საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს კიდევ ერთ წარმატებას წარმოადგენს.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი