თბილისში, კახეითის გზატკეცილზე თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო ბანერი დააზიანეს.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ნიკა მელაის დაზიანებული ბანერი, ფოტო: TV პირველი
თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან, 30 ოქტომბერს გაიმართება.