ახალი ამბები

ზოგიერთი ევროპარლამენტარის და პოლიტიკური ლიდერის განცხადება ფარისევლურია – ვოლსკი

18 ოქტომბერი, 2021 • 966
ზოგიერთი ევროპარლამენტარის და პოლიტიკური ლიდერის განცხადება ფარისევლურია – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომამდე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტას ითხოვენ, „ფარისევლები“ არიან.

ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა ევროპარლამენტარი, რომელიც ამ მოთხოვნის შემცველ განცხადებას ხელს აწერს, იმ ადამიანების ოჯახებს უპირსპირდება, რომლებზეც „სააკაშვილის რეჟიმმა“ გადაიარა.

„ფარისევლურია ეს განცხადება. ვინაიდან არა მარტო იმ დანაშაულებშია ის მხილებული, საზოგადოების დიდი ნაწილი ზუსტად არის ინფორმირებული იმ მკვლელიბებზე, რომელიც მისმა კასტამ ჩაიდინა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„არამარტო გირგვლიანი, უამრავი ადამიანი დაჩაგრეს, ჯანმრთელობა და სიცოცხლე წაართვეს. უამრავი ადამიანი ნაწამები და ღირსებაშელახული ადამიანი დაკავშირებულია იმ მმართველობასთან, რაც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. ამ განცხადებაზე ხელმომწერები, თითოეული მათგანი უპირისპირდება იმ ოჯახს, რომლის კისერსა და პირად ისტორიაზე გადაიარა იმ რეჟიმმა, რასაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

განცხადება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა „უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე“, 18 ოქტომბერს გავრცელდა.

ხელმომწერთა შორის არიან გავლენიანი ყოფილი თანამდებობის პირები, ასევე, 25 ევროპარლამენტარი, ლიეტუვის პარლამენტის 29 წევრი, ლატვიისა და უკრაინის ექსპრეზიდენტები, ვალდის ზატლერსი და ვიქტორ იუშჩენკო, შვედეთის ყოფილი პრემიერი კარლ ბილდტი და რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი და ექსპერტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი