ახალი ამბები

“ეს არის პოლიტიკური განცხადება” – ვოლსკი “ოცნების” ვიდეოზე

18 ოქტომბერი, 2021 • 1815
“ეს არის პოლიტიკური განცხადება” – ვოლსკი “ოცნების” ვიდეოზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო პოლიტიკური განცხადებაა.

საუბარია ვიდეოზე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების წევრების კადრებია და სრულდება მოწოდებებით “ნაცობა სირცხვილია” და “დავამთავროთ ნაცები”. ვიდეო დღეს, 18 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ფეისბუქგვერზე გამოქვეყნდა, პარალელურად კი მმართველი პარტია პარლამენტში სიძულვილის ენის შემზღუდავი სარეკლამო ბანერების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა. ამ იდეის ინიციატორი კომპანია “ალმაა”.

როგორც ვოლსკი ამბობს, ყველა პოლიტიკურ განცხადებას არ შეიძლება სიძულვილის ენა ეწოდოს.

“სიძულვილის ენა, ზოგადად, სისხლიანი პლაკატები – ეს არის, რისთვისაც გვაკრიტიკებს არა მარტო საერთაშორისო თანამეგობრობა, არამედ ჩვენი საზოგადოება ორივე მხრიდან. მხარდამჭერებიც და მოწინააღმდეგეებიც. ამაზეა საუბარი, თორე ნაცმოძრაობა ან ნაცმოძრაობის მხრიდან პოლიტიკურ ჩარჩოებში თუ ჯდება განცხადებები, რასაკვირველია, ეს არ ეწინააღმდეგება ამ იდეას[…] მე გეტყვით, რომ უნდა დავასრულოთ. თუ ამაში პოლიტიკური გადაწყვეტილება იგულისხმება, რატომაც არა? ყველა პოლიტიკურ განცხადებას არ შეიძლება ჩვენ სიძულვილის ენა ვუწოდოთ. ეს არის პოლიტიკური განცხადება, მაგრამ, მეორე მხრივ, მე ხაზს გავუსვამდი, რომ არათუ სიძულვილის ენა, სიძულვილის საქციელი იყო კულტივირებული ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი