ახალი ამბები

პოლიციამ გიორგი თაბაგარი დააკავა — ანა სუბელიანი

16 ოქტომბერი, 2021 • 2100
პოლიციამ გიორგი თაბაგარი დააკავა — ანა სუბელიანი

სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანის ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში დააკავა „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი.

ანა სუბელიანი ფეისბუკზე სხვა პირების დაკავების შესახებაც წერს.

ერთ-ერთი მოქალაქის ფეისბუკლაივში ჩანს, რომ პოლიციელებმა „საქსესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე დააკავეს აქტივისტი თენგო ემინაშვილიც.

ნეტგაზეთი ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

განახლება, 01:45 — „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციამ გაათავისუფლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი