ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულდება – მთავარი ექიმი

15 ოქტომბერი, 2021 • 2382
ახალგორში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულდება – მთავარი ექიმი

ახალგორის რაიონის მთავარი ექიმის, ჯემალ ბედოევის განცხადებით, რაიონის მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დღითიდღე რთულდება.

15 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, რაიონში ამჟამად 56 შემთხვევაა გამოვლენილი.

“ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში რაიონის 8 მცხოვრები მკურნალობს. დღეს კიდევ ველოდებით 20-მდე ადამიანის ტესტის პასუხს. სამწუხაროდ, საერთო სურათი დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. იზრდება მძიმე შემთხვევების რაოდენობაც. ვისთანაც მსუბუქად მიმდინარეობს დაავადება, მათ სახლებში ვაკვირდებით და კონსულტაციას ვუწევთ”, – ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფო ოცამდე მძიმე პაციენტის მისაღებადაც მზადაა, რადგანაც აღჭურვილია ჟანგბადის ბალონებით.

რაც შეეხება საავადმყოფოს მთავარ გამოწვევას, როგორც ექიმი აცხადებს, ეს ექიმების დეფიციტს უკავშირდება.

“ჯერჯერობით ჩვენი ძალებით ვუმკლავდებით, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულება საფიქრალს გვიჩენს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი