ახალი ამბები

ევროპაში 2700 წლის წინ ადამიანები ლუდსა და ყველს მიირთმევდნენ — აღმოჩენა

14 ოქტომბერი, 2021 • 1406
ევროპაში 2700 წლის წინ ადამიანები ლუდსა და ყველს მიირთმევდნენ — აღმოჩენა

ავსტრიაში, ჰალშტატის მარილის უძველეს მაღაროში, ადამიანის 2700 წლის წინანდელი, გაქვავებული ექსტრემენტები აღმოაჩინეს, რომელშიც ობიანი ყველისა და ლუდის კვალს მიაგნეს.

აღმოჩენა ემპირიული დასტურია იმისა, რომ 2700 წლის წინ ევროპაში ყველსა და ლუდს ამზადებდნენ და გამოიყენებდნენ ფერმენტაციის იმგვარ ტექნიკებსა და მიკროორგანიზმებს, რომლებიც დღესაც გამოიყენება.

ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

მკვლევრების თანახმად, იმ დროს, როდესაც ალკოჰოლის მოხმარება არის ძირითადად კარგად აღწერილი ძველ წყაროებსა და არქეოლოგიურ მტკიცებულებებში, მარილის მაღაროს აღმოჩენა მნიშნველოვანია იმ კუთხით, რომ შეიცავს პირველ მოლეკულურ მტკიცებულებას ლუდის მოხმარების შესახებ.

“კიდევ და კიდევ უფრო ცხადი ხდება არამხოლოდ ის, რომ პრეისტორიული კულინარიული პრაქტიკა იყო დახვეწილი, მაგრამ ასევე ისიც, რომ რთულმა გადამუშავებულმა საკვებმა და ფერმენტაციამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი საკვების ადრეულ ისტორიაში”, – განაცხადა ვენის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა კერსტინ კოვარიკმა.

ჰალშტატი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც მარილის მოპოვებას 3000-წლიანი ისტორია აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი