ახალი ამბები

ნორვეგიაში კაცმა რამდენიმე ადამიანი მშვილდ-ისრით დახოცა

14 ოქტომბერი, 2021 • 1919
ნორვეგიაში კაცმა რამდენიმე ადამიანი მშვილდ-ისრით დახოცა

ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მამაკაცმა, რომელიც მშვილდითა და ისრებით იყო შეიარაღებული, რამდენიმე ადამიანი დახოცა და დაჭრა.

ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

“ამ პირმა ეს მოქმედებები მარტომ ჩაიდინა. რამდენიმე ადამიანი დაჭრილია და რამდენიმე გარდაცვლილი”, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

ამ ეტაპზე გარდაცვლილთა და დაჭრილთა ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის.

ფოტო გარეკანზე: Aftenposten

მასალების გადაბეჭდვის წესი