საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1530 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1848 ადამიანი და ჩატარდა 17 711ტესტირება.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური მაჩვენებელი 8,64%-ია, ბოლო 14 დღის – 6,25%,  ხოლო ბოლო 7 დღის – 7,6%.

საქართველოში კორონავირუსის 635 583 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 602 372 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 269 გარდაიცვალა.