ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 2 490 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 2 056 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 საათში 30 149 კოვიდტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 500, PCR ტესტით – 12 649.
დღიური დადებითობის მაჩვენებელია 8,26%, ბოლო 7 დღის – 7.36%-ია, 14 დღის კი 6.12%.
რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 708
- აჭარა – 130
- იმერეთი – 482
- ქვემო ქართლი – 133
- შიდა ქართლი – 81
- გურია – 55
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 284
- კახეთი – 500
- მცხეთა მთიანეთი – 46
- სამცხე – ჯავახეთი – 53
- რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსი 24 257 ადამიანს უდასტურდება, მათ შორის 4 328 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 962, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 258 პაციენტი. ასევე, 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 19 257 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 287 ადამიანი
კოვიდ-19-ის დაფიქსირებიდან დღემდე კი ქვეყანაში 634 053 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 600 524 პირი და გარდაიცვალა 9 246 ადამიანი.
საქართველოში ამ დრომდე 1 871 116 აცრა ჩატარდა.