საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 29 ადამიანი. ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 814 ადამიანი, ჩატარდა 38 042 ტესტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.01%.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 775
- აჭარა – 127
- იმერეთი – 607
- ქვემო ქართლი – 154
- შიდა ქართლი – 147
- გურია – 116
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 339
- კახეთი – 368
- მცხეთა მთიანეთი – 85
- სამცხე – ჯავახეთი – 74
- რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52
ამ ეტაპზე ინფიცირების 23 848 მიმდინარე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 945 მძიმე პაციენტია.
საქართველოში სულ საქართველოში კორონავირუსის 631 563 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 598 568 გამოჯანმრთელდა, 9 221 გარდაიცვალა.