ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბერს თბილისში აქციას აანონსებს

9 ოქტომბერი, 2021 • 1023
„ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბერს თბილისში აქციას აანონსებს

„ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბერს 18:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ ზუგდიდის დღევანდელ აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის აქცია უკავშირდება ერთის მხრივ გაყალბებულ არჩევნების გაპროტესტებას, ხოლო მეორეს მხრივ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

აქციის ბოლოს სიტყვით გამოსვლისას მელიამ მრავალფეროვნებისა და მრავალპარტიულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ რეჟიმი გთავაზობს მხოლოდ საკუთარ თავს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ალტერნატივა აღარ რჩებათ.

„ან ვერთიანდებით მრავალფეორვნებით და ასე ვიმარჯვებთ, ან ვტოვებთ ამ მანკიერ, ეროზიამოკიდებულ რეჟიმს თუ რას ველოდებით?! ე.ი. სანამ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტია, იქამდე არ მოვძლიერდებით, რომ ჩვენ მარტო ამოვარტათ ფეხსაცმლის ჭვინტი….. და ერთპარტიულმა მმართველობამ მეორე ჩავანაცვლოთ? .. რას ველოდებით, ამას?,“ – ამბობს ნიკა მელია.


ზუგდიდში აქცია რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, თუმცა ზუსტი დრო თავდაპირველად უცნობი იყო. ნიკა მელიამ თარიღი და ლოკაცია 8 ოქტომბერს გაასაჯაროვა. ამავე დღეს, მან თქვა, რომ პირველ ტურში გამარჯვებულ მაჟორიტარობის კანდიდატ მანუჩარ ფიფიას ხმები „ქურდულად წაართვეს”. სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება დღევანდელი აქცია.

მელიას თანახმად, 2 ოქტომბერს აღნიშნულ უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ერთი საჩივარიც არ დაუწერიათ და ხმების გადათვლის საფუძველი არ ჰქონდათ.

წინა ღამით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 4 უბნის ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.

ეს ერთადერთი საკრებულო იყო, რომელსაც პირველივე ტურის წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით აკომპლექტებდა. უმრავლესობის ხელახლა მოპოვების შანსი პარტიას მეორე ტურში აქვს.

იყო კითხვები, აქციას მაინც ატარებთო? არ დაგიმალავთ,ვფიქრობდით რა გვექნა – მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი