ახალი ამბები

როგორ მიმდინარეობდა ღამით სამაშველო სამუშაოები ბათუმში – ფოტორეპორტაჟი

9 ოქტომბერი, 2021 • 1432
როგორ მიმდინარეობდა ღამით სამაშველო სამუშაოები ბათუმში – ფოტორეპორტაჟი

ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში მაშველები დანგრეული შენობიდან მოქალაქეების ამოყვანას ცდილობდნენ.

ამ დრომდე [11:12] ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 2 ადამიანი და ამოასვენეს 5 ცხედარი, მათ შორის ორი ბავშვია. დილით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამაშველო სამუშაოები თითქმის 24 საათია, რაც მიმდინარეობს.

ნეტგაზეთი ადგილიდან ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ:


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. დილით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 5 ცხედარი, მათგან ორი – ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი – პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და ორი მუშა. უწყება ამბობს, რომ მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაოები, რამაც, საბოლოოდ ნგრევა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი