ახალი ამბები

ბათუმში, შენობის ნანგრევებში, მეხუთე ცხედარი იპოვეს — ის ბავშვია

9 ოქტომბერი, 2021 • 5136
ბათუმში, შენობის ნანგრევებში, მეხუთე ცხედარი იპოვეს — ის ბავშვია

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში, მაშველებმა დღეს დილით მეხუთე ცხედარი იპოვეს, ის მცირეწლოვანია.

ამ დრომდე ნაპოვნი გარდაცვლილებიდან ორი ბავშვია, სამი კი ზრდასრული.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

მთავარ ფოტოზე: სამაშველო ოპერაცია ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე. 9 ოქტომბერი, 2021. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები.

მასალების გადაბეჭდვის წესი