ახალი ამბები

ღარიბაშვილი არ უნდა გადადგეს, ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არაა – ბოჭორიშვილი

8 ოქტომბერი, 2021 • 2282
ღარიბაშვილი არ უნდა გადადგეს, ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არაა – ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არ არის და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი თანამდებობიდან არ უნდა გადადგდეს.

ასე უპასუხა ბოჭორიშვილმა კითხვას ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე, რომლებიც ამბობენ, რომ ისეთ მუქარას, რომელიც ღარიბაშვილმა სააკაშვილის მისამართით გაახმიანა, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადაგომა მოჰყვებოდა.

“ზედმეტი დრამატიზირება პოლიტიკოსების განცხადებების ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით არ არის საჭირო. ევროპარლმენტარები დამოუკიდებელი ადამიანები არიან და ყველაფერი შეუძლიათ თქვან. არ უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი[…] ევროპარლამენტარების განცხადება სახარება არ არის”, – განუცხადა “მთავარ არხს” მაკა ბოჭორიშვილმა.

“ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან მსგავს განცხადებას დაუყოვნებლივი გადადგომა მოჰყვებოდა”, – ასე ეხმაურებიან ლიეტუველი ევროპარლამენტარები, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარას მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

ამის შესახებ საუბარია ორი ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაში.

ევროპარლამენტარების თქმით,  ღარიბაშვილის მუქარა მტკიცებულებაა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები სამართლის პოლიტიზების ცდუნებას ვერ ლახავენ.

პრემიერი სააკაშვილს ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი