ახალი ამბები

პრემიერი სააკაშვილს ემუქრება

3 ოქტომბერი, 2021 • 2016
პრემიერი სააკაშვილს ემუქრება

“წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით გააკეთა.

ღარიბაშვილს იმედის ეთერში საუბრისას. გააცნეს სააკაშვილის წერილი ნიკა მელიასადმი, რომელიც მან ზემოხსენებული კომენტარით შეაფასა.

“სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს. დღეის მდგომარეობით, მას 6 წელი აქვს მისჯილი, ბოლო ინსტანციით არის გამყარებული მისი ეს ბრალი და სასჯელი. პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, გვითხრას, მოგვიწოდოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის. სააკაშვილი ეხლა დაჟინებით ითხოვს, უკრაინაში დამაბრუნეთო. რომ გააცნობიერა, რომ ციხეშია და ძალიან მძიმედ არის, თანამშრომლებს ეუბნება, სასწრაფოდ დამაბრუნეთ უკრაინაშიო. წარმოგიდგენიათ, ეს კაცი რა მდგომარეობაშია?! რატომ ჩამოვიდა, რატომ დაიჯერა ბრიყვულად, რომ აქ ჩვენ გვეძინა და არაფერი არ მოჰყვებოდა მის ამ შემოპარვას?! ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კაცზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, კატასტროფაა და შეურაცხმყოფელია, რომ მან საკუთარი ნებით დათმო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. თუ მას უნდა უკრაინაში დაბრუნება, მას შემდეგ, რაც ის სრულად მოიხდის სასჯელს, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი