ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის მორიგი წერილი წაიკითხა, სადაც მხარდაჭერას უცხადებს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას.
სააკაშვილის წერს, რომ არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აუცილებელია ქვეყნისთვის და მისი გათავისუფლებისთვის.
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს“, – წერს სააკაშვილი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია არჩევნების შედეგების გადათვლა.
„მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება“, – წერს სააკაშვილი და დასძენს:
„ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის“.