ახალი ამბები

მოშიმშილე ადამიანზე მანიპულაციას ჯობს, მისი გათავისუფლება მოითხოვონ – გვარამია ეკლესიაზე

7 ოქტომბერი, 2021 • 1590
მოშიმშილე ადამიანზე მანიპულაციას ჯობს, მისი გათავისუფლება მოითხოვონ – გვარამია ეკლესიაზე

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში „წიგნებიც კი არ შეაქვთ“ და ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრს მიმართავს.

„მივმართავ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს: ნუ უვარდება ანა კარენინასავით მის საყვარელ შტადლერს. რადგან ის, რასაც ის ახლა აკეთებს, არის დანაშაული. ადამიანთან არაფერი შედის, ზარები, ტელევიზორი, წიგნებიც არ შეაქვთ მესამე დღეა“, – განაცხადა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, 7 ოქტომბერს.

„ამასთან, მას სჭირდება გარკვეული მნიშნველოვანი ნომენკლატურა, რაც არ არის ციხის მაღაზიაში. ეს ყველაფერი მიგვაქვს მისთვის ამანათის სახით გადასაცემად და არაფერი შეაქვთ მასთან. სამაგიეროდ, დღეს შეიტანეს საპატრიარქოსგან სეფისკვერები“, – განაცხადა გვარამიამ.

„ჯერ ეს ერთი, ადამიანის წამებაა, როცა ის შიმშილობს და პურს უდგამ წინ. ეს არის სრული კატასტროფა“, – თქვა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს საპატრიარქოს მოწოდებაზე შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით:

„შეიძლება, ძალიან გულისამაჩუყებელია ეს მიმართვა, სიცოცხლეს გაუფრთხილდეს … მაგრამ მგონია, რომ მოშიმშილე ადამიანზე, უკანონო პატიმარზე მანიპულაციებს ჯობია, საქართველოს ეკლესიამ „ქართულ ოცნებას“ მოსთხოვოს უკანონოდ დევნილი პოლიტპატიმრის, სააკაშვილის გათავისუფლება, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს ეკლესიის განვითარებაში შეტანილი“, – განაცხადა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი