ახალი ამბები

საბერძნეთში პოლიციამ მასწავლებელთა აქცია დაარბია

7 ოქტომბერი, 2021 • 820
საბერძნეთში პოლიციამ მასწავლებელთა აქცია დაარბია

საბერძნეთში სკოლის პედაგოგების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბერძნული გამოცემა Kathimerini-ს ცნობით, 1 ოქტომბერს 3 000-მდე ბერძენმა პედაგოგმა გააპროტესტა  მასწავლებლებისა და სკოლების მუშაობის სავალდებულო შეფასების სისტემა, რომელიც საბერძნეთში წელს დაინერგა.

პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლები გამოიყენა.

პოლიციისა და განათლების სამინისტროს თანახმად, მასწავლებელთა გაერთიანებების პროტესტი უკანონო იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი