ახალი ამბები

ნობელის პრემია ლიტერატურაში აბდულრააზაქ გურნაჰს მიენიჭა

7 ოქტომბერი, 2021 • 793
ნობელის პრემია ლიტერატურაში აბდულრააზაქ გურნაჰს მიენიჭა

2021 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში წარმოშობით ტანზანიელ მწერალს, აბდულრააზაქ გურნაჰს მიენიჭა.

შვედეთის აკადემიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გურნაჰს პრემია მიენიჭა იმისთვის, რომ მწერალი „უკომპრომისოდ და თანაგრძნობით აღწერს კოლონიალიზმის შედეგებსა და კულტურების და კონტინენტების უფკრულში მყოფ ლტოლვილების ბედს”.

აბდულრააზაქ გურნაჰი 1948 წლის 20 დეკემბერს ზანზიბარში დაიბადა. ის 1960-იან წლებში დიდ ბრიტანეთში ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „სამოთხე“ (1994) და „ზღვასთან“ (2001). გურნაჰი ინგლისურენოვანი მწერალია.

გურნაჰი ახლა გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს და კენტის უნივერსიტეტის პროფესორია. პრემიასთან ერთად იგი 10 მილიონ შვედურ კრონას მიაღებს, რაც, „ფორბსის“ ცნობით 1.14 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი