ახალი ამბები

გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა

7 ოქტომბერი, 2021 • 953
გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა

ფოთში მერობის კანდიდატს “ნაციონალური მოძრაობიდან”, გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უგულავა ავრცელებს.

საკუთარ ფეისბუქ პოსტში უგულავა წერს, რომ აცრილია და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება მეორე ტურს, უგულავა საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას ონლაინ რეჟიმში გეგმავს.

“დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს, 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება. ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში”, – წერს უგულავა.

გიგი უგულავა თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. მან პირველ ტურში ფოთში ხმების 38.09% მიიღო. მისი კონკურენტი მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატი, ბექა ვაჭარაძე იქნება, რომელმაც პირველ ტურში 46.86% მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი