ახალი ამბები

ღარიბაშვილმა პოსტში მხუთავი აირი ცრემლსადენი გაზით შეცვალა

6 ოქტომბერი, 2021 • 2348
ღარიბაშვილმა პოსტში მხუთავი აირი ცრემლსადენი გაზით შეცვალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში კრიტიკის შემდეგ საკუთარ პოსტში “მხუთავი აირი” “ცრემლსადენი გაზით შეცვალა.

დღეს, 6 ოქტომბერს პრემიერმა ღარიბაშვილმა “ფეისბუკზე” ვრცელი პოტი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების იმედით ჩამოვიდა და იმ შემთხვევაში, თუ 3 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოულოდნელად გამოჩნდებოდა, პოლიცია აქციას წყლის ჭავლისა და მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა და ექსპრეზიდენტს მარტივად დააკავებდა:

ღარიბაშვილის აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც, რამდენიმე საათში, პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ “ფეისბუკ” გვერდზე გამოქვეყნებული წერილი შეიცვალა და მხუთავი აირი პოსტში ცრემლსადენი გაზით შეიცვალა. აღნიშნული ცვლილება ჩანს პოსტის შესწორების ისტორიაშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი