ნიკა მელია

პარლამენტმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრა დღეს, 5 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

აღნიშნული თხოვნით პარლამენტს თავად ნიკა მელიამ მიმართა, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატია. 29 ივლისს მელიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს, რადგან თავიდან-ბოლომდე უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.