ახალი ამბები

არც ჩვენ დავახევთ კალთებს გახარიას თანამშრომლობისთვის – მდინარაძე

5 ოქტომბერი, 2021 • 883
არც ჩვენ დავახევთ კალთებს გახარიას თანამშრომლობისთვის – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარტია არც თავად „დაახევს კალთებს“ გიორგი გახარიას თანამშრომლობის თხოვნით.

ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ პარტიული სხდომის შემდეგ ჰკითხეს მდინარაძეს, რას ფიქრობდა გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებაზე. გახარიამ მანამდე თქვა, რომ არ მოუწოდებდა თავის ამომრჩეველს რომელიმე ერთი პარტიის მხარდაჭერისკენ.

„არც ჩვენ დავახევთ გახარიას კალთებს თანამშრომლობისთვის, ეს იცით, ალბათ. მაგრამ მე მინდა, მივმართო როგორც მის, ასევე ნებისმიერ ამომრჩეველს: წინ არის მართლაც მნიშვნელოვანი და პრინციპული მეორე ტური. მეორე ტურში დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება გამარჯვება, რომელიც მათივე სპეკულაციურად დასმულ კითხვაზე რეფერენდუმთან მიმართებაში გასცემს საკადრის პასუხს,“ – თქვა. მან

მისივე თქმით, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი „კადრულობს იმას, რომ შემოდის წაგებულ ომში, რათა „ქართულ ოცნებას„ ხმები წაართვას „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ – მისი მხრიდან მსგავსი ლოგიკა, როგორ მინიმუმ და რბილად რომ ვთქვა, მისაღები ნამდვილად არ არის,“.

მდინარაძემ ასევე თქვა, რომ დარწმუნებულია მეორე ტურში „ოცნების“ წარმატებაზე. ის დასძენს, რომ ბევრი არ იქნება ისეთი ოლქები, სადაც პარტია უმრავლესობას ვერ შექმნის – „ზუგდიდშიც ვნახოთ, როგორ იქნება“.


პოლიტიკური პარტიის “საქართველოსთვის” ხელმძღვანელის, გიორგი გახარიას განცხადებით, იგი არ მოუწოდებს თავის ამომრჩეველს, რომ მხარი რომელიმე სხვა პარტიას, მათ შორის “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირონ.

გახარიამ ეს განცხადება არჩევნების შემდეგ პირველად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა მეორე ტურებთან დაკავშირებით, რომელიც 20 ოლქში გამოავლენს მერის ვინაობას.

ვრცლად:

ჩვენს ამომრჩეველს ვერ და არ ვეტყვით, ვის დაუჭიროს მხარი – გახარია II ტურებზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი