ახალი ამბები

სილქნეტის მობილური ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს

4 ოქტომბერი, 2021 • 1020
სილქნეტის მობილური ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს

„სილქნეტის“ ქსელი შეფერხებით მუშაობს. ინფორმაცია ნეტგაზეთს კომპანიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც „სილქნეტში“ ამბობენ, დასავლეთ საქართველოში ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა, რის გამოსასწორებლადაც სპეციალისტები მუშაობენ.

ამის პარალელურად, გათიშულია ფეისბუკის, ინსტაგრამისა და ვოთსაპის როგორც ვებსაიტი, ასევე, აპლიკაციები. „სილქნეტში“ ამბობენ, რომ ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი