ახალი ამბები

“აიცერი და მოიგეში” 10 000 ლარი გათამაშდა

4 ოქტომბერი, 2021 • 1381
“აიცერი და მოიგეში” 10 000 ლარი გათამაშდა

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამების მცხოვრებმა, 25 წლის ხათუნა მელიქიშვილმა ლატარიაში “აიცერი და მოიგე” 10 000 ლარი მოიგო. “საქართველოს ეროვნული ლატარიის” ინფორმაციით, თანხა 4 ოქტომბერს გათამაშდა.

ხათუნა მელიქიშვილი სოფელ სამებაში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს. ის პროფესიით ფინანსისტია და ბანკში მოლარე-ოპერატორად მუშაობს.

“გათამაშების შესახებ ინფორმაცია კი მქონდა, მაგრამ მოგება არასდროს გადამიმოწმებია, რადგან მეგონა, რომ მე არასდროს არაფერს მოვიგებდი, სიმართლე გითხრათ, შოკში ვარ, მოგება და თან 10 000 ლარის… ამაზე ვერც კი ვიოცნებედი’”, — დასძენს კომპანია.

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია “აიცერი და მოიგე” 14 სეტქემბირადან იმართება და “ეროვნული ლატარიის” თანახმად, ამ ამდროისთვის უკვე მოგებულია 540 400 ლარი, რომელიც მოგებულ 3411 ადამიანზე გადანაწილდა:

“ყოველკვირეულ გათამაშებაში, 10 000 ლარის გარდა, ასევე სამი – 5000 ლარის, ოთხი – 1500 ლარის და ცხრა – 1000 ლარის მოგებები დაფიქსირდა.

დღესვე გაიმართა ყოველდღური გათამაშებაც, სადაც 20 000 ლარის საპრიზო ფონდი 160 ადამიანზე გადანაწილდა. გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოს ყველა ვაქცინირებული მოქალაქე”.

ვაქცინირების პირველი დოზის მიღების დროს მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება NCDC-ის უნიკალური კოდი, რომელიც, ამავდროულად, მონაწილეობს ლატარიის გათამაშებებში.

გათამაშებების შედეგების ხილვა მომხმარებელს შეეძლება stopcov.lotto.ge-ზე, ამავე საიტზე არსებულ სპეციალურ გრაფაში “გათამაშების შედეგები” პირადი ნომრის შეყვანით. მოგებული თანხის ოდენობას მომხმარებელი შეიტყობს “საქართველოს ეროვნული ლატარიის” სერვის-ცენტრებში უშუალოდ მოგების განაღდების დროს:

“1000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია “საქართველოს ეროვნული ლატარიის” სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 – 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი