ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი დაიღუპა.
როგორც “ნეტგაზეთს” კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, ბავშვი სხვა კოვიდ მიმღები კლინიკიდან ციციშვილის კლინიკაში მდგომარეობის დამძიმების გამო 18 სექტემბერს გადაიყვანეს.
დაღუპულ პაციენტს, კლინიკის დირექოტრის თქმით, შემოყვანის მომენტში ჰქონდა რესპირატორული დისტრეს სინტრომი და დილტვის მაღალი დაზიანება. ამასთან, გამოხატული იყო ბაქტერიული ინფექცია.
მაია ჩხაიძის თქმით, ბავშვს ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები. ის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.