ახალი ამბები

ქემოკლიძე ამბობს, რომ მეორე ტურში მხარს არც “ოცნებას” დაუჭერს და არც ენმ-ს

3 ოქტომბერი, 2021 • 1105
ქემოკლიძე ამბობს, რომ მეორე ტურში მხარს არც “ოცნებას” დაუჭერს და არც ენმ-ს

პარტიის “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში მხარს არც “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერს და არც — “ქართულ ოცნებას”. ამის შესახებ ქემოკლიძემ ტელეკომპანია “პირველთან” ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვის დაუჭერდა პარტია “საქართველოსთვის” მხარს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის, ქემოკლიძემ პირდაპირი პასუხი არ გასცა, თუმცა განმარტა, რომ პარტია ცვლილებებისთვის იბრძვის და თანხმდება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” “გუშინწინდელი დღეა”, “ქართული ოცნება” კი- “გუშინდელი”:

“ბატონი გახარია, ისევე, როგორც ჩვენი პარტია, ცვლილებებს ემხრობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ” შექმნა უდიდესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პრაქტიკულ დონეზე, ფაქტობრივად, “ნაციონალური მოძრაობა” დააბრუნოს ხელისუფლებაში. მიგვაჩნია, რომ ენმ იყო გუშინწინდელი დღე, ისევე, როგორც “ქართული ოცნება” არის გუშინდელი დღე. თქვენს კითხვაზე, ვის დავუჭერთ [მეორე ტურში] მხარს, მარტივი ლოგიკური დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ, რომ არც ერთს და არც მეორეს. ეს არის ჩემი სუბიექტური [აზრი]”, – განაცხადა ქემოკლიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით [11:00 საათი], 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოს 20 ქალაქში ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი.

ამავე თემაზე ვრცლად ნახეთ:

20 ქალაქი, სადაც მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება — სია

მასალების გადაბეჭდვის წესი