ახალი ამბები

ISFED-მა ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა

3 ოქტომბერი, 2021 • 830
ISFED-მა ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა

“სამართლიანი არჩევნები” დამკვირვებლების 95%-გან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს [PVT] აქვეყნებს. შედეგებში მოცემულია იმ პარტიების მაქსიმალური და მინიმალური შედეგები, რომლებმაც ეროვნულ დონეზე 1%-ზე მეტი მოაგროვეს.

ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. პარტიის გამოთვლილი პროცენტია 46.6%, ცდომილების ხარისხი +/- 1.18%, მინიმალური შედეგია 45.4%, მაქსიმალური კი -47.8%.

მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის გამოთვლილი პროცენტია 31.1%, ცდომილების ხარისხი – +/- 1.07%, მინიმალური შედეგი – 30.0%, მაქსიმალური კი – 32.2%.

მესამე ადგილი დაიკავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის”. პარტიის გამოთვლილი პროცენტია – 7.7%, ცდომილების ხარისხი – +/- 0.53%, მინიმალური შედეგი – 7.2%, მაქსიმალური – 8.2%.

თბილისში კი ISFED-ის პარალელური დათვლით პირველ სამ პარტიას შორის შემდეგი შედეგებია:

ქართული ოცნება – გამოთვლილი პროცენტი 39.7%, ცდომილების ხარისხი +/- 0.99%.

  • მინიმალური შედეგი – 38.7%
  • მაქსიმალური შედეგი – 40.7%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამოთვლილი პროცენტი 28.3%, ცდომილების ხარისხი +/- 0.89%:

  • მინიმალური შედეგი – 27.4%
  • მაქსიმალური შედეგი – 29.1%

გახარია – საქართველოსთვის – გამოთვლილი პროცენტი 8.8%, ცდომილების ხარისხი +/- 0.39%:

  • მინიმალური შედეგი – 8.4%
  • მაქსიმალური შედეგი – 9.2%

მასალების გადაბეჭდვის წესი