ახალი ამბები

“„ვულოცავთ“ ოცნებას 8 თვის წინ სრულად დისკრედიტებული ენმ-ის გაცოცხლებას” – ანა ბუჩუკური

3 ოქტომბერი, 2021 • 982
“„ვულოცავთ“ ოცნებას 8 თვის წინ სრულად დისკრედიტებული ენმ-ის გაცოცხლებას” – ანა ბუჩუკური

“„ვულოცავთ“ ოცნებას 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებას! ჩვენ წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს. ყოჩაღ!”, – ასე გამოეხმაურა პარტიის “საქართველოსთვის” პოლიდსაბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური, გუშინ, 2 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს. ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 3 ოქტომბერს გააკეთა.

მისი განცხადებით, გუშინ არჩევნები მთელი დღის განმავლობაში დარღვევებით მიმდინარეობდა, რაზეც პარტიის წარმომადგენლებმა ეყნის ქვმასშტაბით 250-ზე მეტი საჩივარი დაწერეს:

“რაც შეეხება გუშინდელი დღის შეფასებას, გუშინ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაფიქსირებდით სისტემური ხასიათის დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა, მათ შორის – ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე ზეგავლენის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ე.წ. „კარუსელის“ ფაქტებს, ასევე, გადასატან ყუთებთან დაკავშირებით სისტემური ხასიათის დარღვევებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 250-ზე მეტი საჩივარი, მათ შორის, ხმის დათვლის პროცედურის ვიდეოფიქსაციის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უშუალოდ ცესკოსაც“ ,- განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ახლა პარტია მიღებული ხმების დაცვასა და შედეგების დათვლაზეა ორიენტირებული და ამისთვის ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას გეგმავს.

“ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებით ჯერ ცესკოს საბოლოო მონაცემებს, საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირებას ჩვენს საჩივრებზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციას! ეს არის ამ ეტაპისთვის ჩვენი პარტიის მთავარი დღის წესრიგი!”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

გუშინ, 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემბეით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.92%-ია.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.92%-ია. კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ ეტაპზე თბილისში 769-დან 740 უბანია დათვლილი. პარტიის “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას ხმების 9.33% აქვს. “ქართული ოცნების” კანდიდატს, აკხა კალაძეს- ხმების 44.96%, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, ნიკა მელიას – 33.94%. ამ მონაცემებით თბილისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ნიკა მელია და კახა კალაძე.

რაც შეეხება ადგილობრივ პროპორციულ არჩევნებს, თბილისში ყველა უბნის მონაცემები დათვლილია. ცესკოს მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში პარტიამ “საქართველოსთვის” 8.85% მოიპოვა, “ქართულმა ოცნებამ” – 40.3%, “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 27.97%.

მასალების გადაბეჭდვის წესი