თბილისის საკრებულოს არჩევნებში, 10 მაჟორიტარული ოლქიდან 9 ოლქში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოიგეს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით [12:30], მათ მაჟორიტარებისთვის განკუთვნილი 40%-იანი ბარიერი გადალახეს.
ერთადერთი, საბურთალოს ოლქში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული მაჟორიტარი. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ავთანდილ ცინცაძემ აქ 38.16% მიიღო. მას მეორე ტურში დაუპირისპირდება ბორის ყურუა, „ზურაბ ჯაფარიძე — გირჩი-მეტი თავისუფლების“ კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში 14.34% მიიღო.
თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულები არიან:
მთაწმინდა
- ზურაბ აბაშიძე, „ქართული ოცნება“ — 46.74%
კრწანისი
- ლევან ჯაფარიძე, , „ქართული ოცნება“ — 52.03%
ვაკე
- გიორგი ტყემალაძე, „ქართული ოცნება“ — 42.35%
ჩუღურეთი
- ზურაბ ჩიკვილაძე, „ქართული ოცნება“ — 46.68%
ნაძალადევი
- ირაკლი ხელაძე, „ქართული ოცნება“ — 45.24%
დიდუბე
- გივი ჩხარტიშვილი, „ქართული ოცნება“ — 45.26%
ისანი
- კახაბერ ლაბუჩიძე, , „ქართული ოცნება“ — 45.87%
სამგორი
- რევაზ სოხაძე, „ქართული ოცნება“ — 49.24%;
გლდანი
- კონსტანტინე ზარნაძე, , „ქართული ოცნება“ — 42.24%
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა გამარჯვებული მერი ვერ გამოავლინა საქართველოს დედაქალაქში, 4 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში.
ნახეთ სია:
20 ქალაქი, სადაც მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება — სია