ახალი ამბები

კირკიტაძე — 44.53%, ლაცაბიძე — 44.34% — ცესკოს წინასწარი მონაცემები რუსთავში

3 ოქტომბერი, 2021 •
კირკიტაძე — 44.53%, ლაცაბიძე — 44.34% — ცესკოს წინასწარი მონაცემები რუსთავში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით [08:25 საათი], რუსთავის მერის გამოსავლენად მოსალოდნელია არჩევნების მეორე ტურის ჩატარება.

ამ დროისთვის დათვლილია უბნების 47.73%, რომლის შედეგადაც, რუსთავის მერობის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ დავით კიკრიტაძეს მიღებული აქვს ხმების 44.53%, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს კი — 44.34%.

მესამე ადგილზე გავიდა გიორგი გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ბექა ლილუაშვილი, რომელმაც ხმების 6.63% აიღო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი