ახალი ამბები

ანზორ მელიას 47% აქვს, წოწერიას 39% – ზუგდიდის 20 უბნის შედეგები

3 ოქტომბერი, 2021 • 1629
ანზორ მელიას 47% აქვს, წოწერიას 39% – ზუგდიდის 20 უბნის შედეგები

ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში არსებული 20 საარჩევნო უბნის მონაცემებით, მერობის კანდიდატ ანზორ მელიას „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხმათა 47.24% აქვს, მამუკა წოწერიას „ქართული ოცნებიდან“ კი – 39.35%.

რაც შეეხება გიორგი გახარიას კანდიდატს პარტიიდან „საქართველოსთვის“, გეგა შენგელიას, – მას ხმათა 12.58% აქვს.

ზუგდიდის ოლქში, ჯამში, 109 უბანია, რაც ნიშნავს, რომ სტატიაში მოტანილი მონაცემები ზუგდიდის ოლქის უბნების საერთო რაოდენობის 18.3%-ს შეადგენს და პროცენტული ერთეული დიდი ალბათობით შეიცვლება, თუმცა, სავარაუდოდ, ზუგდიდში მეორე ტური გაიმართება.

რაც შეეხება პროპორციულ ხმებს საკრებულოში: ენმ-ს აქვს 43.54%, გახარიას -12.04%, ხოლო „ქართულ ოცნებას“ – 38.84%.

ცესკოს საიტზე ჯერჯერობით არ არის 20-ვე უბნის შემაჯამებელი ოქმები ატვირთული, თუმცა „ნეტგაზეთი“ თვალს ადევნებს შედეგების დათვლის პროცესს უშუალოდ საოლქო კომისიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი