ახალი ამბები

150-მდე საჩივარი დაიწერა ჩვენ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე – ბუჩუკური

2 ოქტომბერი, 2021 • 637
150-მდე საჩივარი დაიწერა ჩვენ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე – ბუჩუკური

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ პარტიამ, ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ასზე მეტი დარღვევა დააფიქსირა, რომლებზეც საჩივრები დაიწერა.

„17 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 150-მდე საჩივარი. განსაკუთრბული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მოსყიდვის ფაქტებზე, რასაც აქვს სისტემური ხასიათი, რისი ამსახველი არაერთი ვიდეომასალა უკვე გავრცელდა მედიასაშუალებებშიც მათ შორის“, – ამბობს ანა ბუჩუკური.

პარტია ავრცელებს მათ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს, რომლებიც განსაკუთრებით ყურადსაღებია, მათ შორის:

• სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე (დევნილთა დასახლება) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომელი ალექსანდრე ჩიკვაიძე არიგებს ალკოჰოლურ სასმელს.

• განსაკუთრებით ყურადსაღებია გადასატან ყუთებთან მიმართებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირებული დარღვევის ფაქტები, რაც უკვე სისტემურ, ხაზს ვუსვამ – სისტემურ ხასიათს ატარებს . კერძოდ, დაფიქსირდა, რომ გადასატანი ყუთი დაბრუნდა საარჩევნო უბანზე, ხოლო შემდეგ ისევ გაიტანეს, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც გადასატანი ყუთი უბნებზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში.

• ასევე, დაფიქსირდა გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველთა მიერ უბანზე განმეორებით ხმის მიცემის ფაქტები.


საქართველოში, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, 15:00 საათის ჩათვლით დაიწერა 175 საჩივარი. ცესკოს განცხადებით, მათი უმეტესობა ეხება პროცედურულ დარღვევებს და მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

ცესკო: 15:00 საათისთვის საარჩევნო კომისიებში შესულია 175 საჩივარი

მასალების გადაბეჭდვის წესი