საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობსი არჩევნებზე, 15:00 საათის მოანცემებით, საარჩევნო კომისიებში სულ შესულია 175 საჩივარი.
ცესკოს განცხადებით, მათი უმეტესობა ეხება პროცედურულ დარღვევებს და მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიისვე განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობამ, 15:00 საათის მონაცემებით, 33.18% შეადგინა. ცესკოს სპიკერის თქმით, ამ დროისთვის ხმის მისაცემად უბანზე 1 160 413 ამომრჩეველი მივიდა.
შედარებისთვის, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 29.84% შეადგინა.
15:00 საათის მონაცემებით, აქტივობა ყველაზე მაღალია რაჭა-ლეჩხუმში (47.5%), ყველაზე დაბალი კი – ქვემო ქართლში (30.3%).