ახალი ამბები

აშშ-ის განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე

2 ოქტომბერი, 2021 • 3003
აშშ-ის განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხს: 

„ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოდან ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განუცხადა დეპარტამენტის პრესსპიკერმა “ამერიკის ხმას.”

მიხეილ სააკაშვილი გუშინ, პირველ ოქტომბერს დააკავეს თბილისში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი