ახალი ამბები

შეგნებულად არ ვამბობდით, რომ ვიცოდით სააკაშვილზე — ღარიბაშვილი

1 ოქტომბერი, 2021 • 2430
შეგნებულად არ ვამბობდით, რომ ვიცოდით სააკაშვილზე — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე იცოდა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შესახებ და აკონტროლებდა მას.

“ჩვენ პრეზიდენტი დავაკავეთ იმ დროს, როცა მარტო იმყოფებოდა სამალავ ბინაში. ჩვენ ამის შესახებ წინასწარ ვიცოდით და დღეს ძალიან  ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ხელისუფლებამ არ იცოდა ამის შესახებ.

მე აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, რადგან დღეს მათაც მოუწიათ განცხადებების გაკეთება და ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ვინაიდან  ეს იყო ჩვეულებრივი ოპერატიული ტაქტიკა, რომელიც საჭირო იყო სწორედ ასეთი შედეგის დასაყენებლად”, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში.


მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ 1 ოქტომბრის საღამოს განაცხადასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბრის დილით ფეისბუკზე გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, გასულ ღამეს ბათუმში ჩაწერილი ორი ვიდეო და თქვა, რომ ის ბათუმშია. ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეო ყალბია.

ჯერჯერობით, ხელისუფლებას არ უთქვამს, თუ როგორ გადმოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი, რა გარემოებებში და კონკრეტულად სად დააკავეს, ასევე, მასთან ერთად ხომ არ დაუკავებიათ კიდევ სხვა პირი/პირები.

სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ხელისუფლებას წარმოდგენა არ ჰქონდა ამის შესახებ.

ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი