დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე პირველად დაწერა, რომ ის საქართველოშია. ამის შემდეგ კი რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, რომლის ფონადაც ბათუმი ჩანს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საზღვარი.
„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისივე ამომრჩეველი მოატყუა.
„ჩემი ინფორმაციით, საქართველოში არ იმყოფება. პლუს ამას, საჯარო ინფორმაცია იყო, რომ ჩამოდიოდა 2 ოქტომბერს კიევის რეისით, დღეს კი გვეუბნება, რომ ბათუმშია. ე.ი. მოატყუა უკვე თავისი ამომრჩეველი“, — თქვა სანიკიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტთან საუბრისას.
დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე პირველად დაწერა, რომ ის საქართველოშია. ამის შემდეგ კი რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, რომლის ფონადაც ბათუმი ჩანს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საზღვარი.
ნახეთ ასევე:
“ეს ადგილი უსაფრთხოა?” – გერმანიის ელჩი თბილისის აეროპორტზე
ჭიაბერაშვილი არ აპირებს წულუკიანის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას
მიზანი 100%-ით შესრულდა – ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე და რაგბი ევროპის ნახევარფინალში არიან
როგორც ერთმა თანამოქალაქემ, მინდა ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა – გახარია ამაღლობელს